საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1758 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87 %-ით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. შესაბამის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უმსხვილესი სამი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2014 წლის მონაცემების მიხედვით 52 % შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 21 %-ით, მეორეზე – აზერბაიჯანი 19 %-ით, ხოლო მესამეზე – ჩინეთი 12 %-ით.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 433.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25 %-ია. მეორე ადგილს იკავებს მშენებლობის სექტორი 316.6 მლნ. აშშ დოლარით (18 %), ხოლო მესამეს დამამუშავებელი მრეწველობა – 205.4 მლნ. აშშ დოლარით (12 %).a

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here