სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია, ვიცე-სპიკერის ზდენეკ შკრომახის ხელმძღვანელობით, გუშინ მიიღო.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სენატორებს სომხების გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძებაში მონაწილეობისთვის და დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომისიას – სომხების გონიციდის შესახებ რეზოლუციის ერთხმად მიღებისთვის.

სომხეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის ვიცე-სპიკერის ვიზიტი სომხურ-ჩეხურ ურთიერთობებს ახალ იმპულს შესძენს. სერჟ სარგსიანმა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და კმაყოფილებით დასძინა, რომ ევროსაბჭოში ბევრი ჩეხი დეპუტატი დელეგაციის სომეხ წევრებთან ეფექტიანად თანამშრომლობს.

თავის მხრივ, ზდენეკ შკრომახმა განაცხადა, რომ მისთვის და ჩეხი დეპუტატებისთვის დიდი პატივია სომხების გენოციდის 100 წლისთავის ფარგლებში სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და სამთავრობო დონის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება.

შეხვედრაზე მხარეებმა სომხურ-ჩეხური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობებზე, სომხეთის საკონსტიტუციო რეფორმების პროცესზე, რეგიონალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირების საკითხებზე ისაუბრეს.