2015 წლის აგვისტოში, საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 35.1%-ით შემცირდა და 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე, 35.1%-ით (45.7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4% იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.1% მოდიოა.იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი – 37.6 მლნ აშშ დოლარი, იტალია – 8.9 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 8.6 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი – 6.0 მლნ აშშ დოლარი, ისრაელი -2.8 მლნ აშშ დოლარი. 2015 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა.