საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად, 70 ლარი ეღირება.

როგორც Dalma News-ს იუსტიციის სახლში განუცხადეს, აქციით სარგებლობის საშუალება ქვეყნის ნებიმიერ მოქალაქეს ექნება. ამ სიახლეზე დაწვრილებით იუსტიციის სახლისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრებენ, რომელიც 21 სექტმებრს გაიმართება.

მოქალაქეებმა პასპორტის მისაღებად იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოებს, საზოგადოებრივ ცენტრებს და ექსპრეს საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.