საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში ჩასვლისგან. უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული გაფრთხილება თურქეთში გახშირებულ ტერაქტებს უკავშირდება.

“თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან. კერძოდ, არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები”, – ნათქვამია განცხადებაში.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს.