უპილოტო საფრენი აპარატებით სამხედრო სწავლებები დაიწყო სომხეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ერთი თვის განმავლობაში შეამოწმებენ უპილოტო საფრენი აპარატების საბძროლო შესაძლებლობებს. კომპლექსურ სწავლებებში ჩართული ინსტრუქტორები 100-ზე მეტ ჯარისკაცს გაწვრთნიან. ამის შესახებ იტყობინება სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური.

“კომპლექსში დასაქმებული კვალიფიციური ინსტრუქტორები 100-ზე მეტი ჯარისკაცს მოამზადებენ, რომლებმაც მანამდე შეისწავლეს თანამედროვე კომპლექს “ნავოდჩიკ-2-ის“ მატერიალური ნაწილი და მისი თვითმფრინავების გაშვების წესი”, – ნათქვამია განცხადებაში.