ისტორიკოსებმა დაითვალეს, რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე, სხვადასხვა ინტენსივობის და ხანგრძლივობის 14 500 ომი მოხდა. ამათგან ყველაზე დიდი ომები კაცობრიობას მეოცე საუკუნემ მოუტანა. მეორე მსოფლიო ომი კი მათ შორის ყველაზე საშინელი და ტრაგიკული აღმოჩნდა. მან თითქმის მთელი პლანეტა სისხლით შეღება. მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ მსხვერპლის ზუსტი ციფრის დადგენას. როგორც პირველი მსოფლიო ომი, მეორეც დასავლეთიდან დაიწყო და მისი ამაზრზენი სისხლისღვრა მსოფლიო ბატანობის მსურველი ფაშიზმის და ნაციზმის ყველაზე ადამიანთმოძულე იდეოლოგიის შედეგი იყო. ადოლფ ჰიტლერმა და მისმა პარტიამ თავისი ერი განსაკუთრებულ ხალხად გამოაცხადეს, რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ მსოფლიოზე ებატონა და სხვა ერები მას დამორჩილებოდნენ. მათგან ბევრი, თავიანთი არასრულყოფილების გამო უნდა განადგურებულიყო და ისტორიული სცენიდან გამქრალიყო, ზოგი კი უმაღლესი რასის მონები უნდა გამხდარიყო.

ამბობენ, ისტორია სპირალურად ვითარდება და ამასთანავე საშინელ მიმიკებსაც იღებს. სხვაგვარად მაინც ვერ დაარქმევ ამას, რადგანაც რამოდენიმე წლის წინათ, აშშ-ს მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ერი განსაკუთრებულია. ალბათ, ეს განცხადება ღიმილს გამოიწვევდა, რომ არა გლობალური ბატონობისადმი მისი დაუფარავი სწრაფვა. თავისი იდეოლოგიის მთავარ იარაღად მსოფლიო დემოკრატიის საყრდენს აცხადებს და უბედური ის ერი და სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო დემოკრატიზატორის კეთილ სურვილებს ვერ გაიგებს. ვის განადგურებასაც შეძლებენ, გაანადგურებენ, ამ სიტყვის სრული გაგებით, ვისაც ვერ მოერევიან სანქციებს დაუწესებენ!

მეორე მსოფლიო ომში „ბოროტების ძალები“ წარმატებით მიიწევდნენ წინ და სულ რაღაც რამოდენიმე დღესა და კვირაში მთელი სახელმწიფოები ჩაყლაპეს. მხოლოდ ერთი ქვეყანა აღუდგა მათ წინ და დაასამარა ავად სახსენებელი ბლიცკრიგი და შემდეგ თავად მსოფლიო ბატონობის პრეტენდენტიც. ეს ქვეყანა სსრკ იყო. დღეს ბევრს სურს დიდი გამარჯვების თავისი თავისთვის მიწერა, მაგრამ ისტორიის ხელახლა გადაწერის რამდენი მსურველიც არ უნდა იყოს, ვერავინ უარყოფს აშკარა ფაქტებს – ვერმახტმა და მისმა მოკავშირეებმა ტექნიკის და ცოცხალი ძალების 75% აღმოსავლეთ ფრონტზე, სსრკ-ს წინააღმდეგ ბრძოლაში დაკარგეს. რაც შეეხება დარჩენილ 25%-ს, მისი 90% ჰიტლერელებმა ომის ბოლო თვეებსა და კვირეებში დაკარგეს, როდესაც ჩვენი ბაბუების და პაპების წინაშე შეშინებულები თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ დასავლეთში, რათა მოკავშირეებს უბრძოლველად ჩაბარებოდნენ. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ და ამის შესახებ მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი დიდებული გამარჯვების წართმევა სურთ! სწორედ ეს ხდება საქართველოშიც!

ამ დღეებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პოლიტიკურ ორგანიზაციაში “სოციალისტური საქართველო” გააგზავნა წერილობითი აკრძალვა გამარჯვების პარკში 9 მაისის აქციაზე საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” დამაარსებელმა და ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა. საქართველოს სუს-ში ეს ინფორმაცია დაადასტურეს. ძალოვნების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს (ყოფილი პრეზიდენტის და ნაცისტი დიქტატორის მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს) საკონსტიტუციო შესწორების სახით მიღებული “თავისუფლების ქარტიის” მიხედვით, საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება იკრძალება და კანონით ისჯება.

“თავისუფლების ქარტიის” – საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, არ დაუშვას და გამორიცხოთ ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები გამოიყენება”, – ნათქვამია საქართველოს სგგ-ს განცხადებაში.

ადმინისტრაციული კოდექსის 174 (16)-ე მუხლის თანახმად, გაფრთხილების უგულებელყოფა ისჯება ჯარიმით – 1000 ლარის (დაახლოებით 400 აშშ.დოლარის) ოდენობით. ყველასათვის გასაგები რომ იყოს: საქართველოში პენსიონერის თვიური შემოსავალი 180 ლარია (დაახლოებით 75 აშშ.დოლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ ვეტერანებმა ჯარიმის სახით ექვსი თვის პენსია უნდა გადაიხადონ.

არ ღირს ვეტერანებთან ასე ხუმრობა. ისინი მართალია, ახალგაზრდები აღარ არიან, მაგრამ თუ ადგნენ, ხელში აიღეს თავიანთი საბჭოთა სიმბოლიკები და გაცოცხლებული ფაშისტური გველის გასანადგურებლად წავიდნენ, რომელიც მართლაც ცოცხლდება, არავის და არაფერს შეუშინდებიან. მართალია, თბილისის ქუჩებში Waffen SS-ები და მათი შთამომავლები არ დააბიჯებენ, თუმცა ადგილობრივი წარმოშობის “მანკურტები” რუსეთის ნომრებიან ავტომობილებზე აკრავენ სტიკერებს წარწერით “რუსეთი ოკუპანტი”, ებრძვიან წმინდა გიორგის ლენტებს, რაგანაც ისინი რუსულ სიმბოლოებად მიაჩნიათ და მუდმივად აღვივებენ რუსოფობიურ ტალღას.

ვითარება აბსურდულ თეატრს ემსგავსება. საქართველოში, სადაც წმინდა გიორგი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი წმინდანია, მის ლენტებს გლეჯენ. საინეტერსო სწორედ ის არის, რომ საქართველოში 9 მაისი, როგორც გამარჯვების დღე, ოფიციალური სახელმწიფო დღესასწაული და უქმე დღეა. ამის მიუხედავად, იგივე სააკაშილის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველომ სამამულო ომში გამარჯვება უნდა აღნიშნოს არა 9 მაისს, არამედ 8 მაისს, როგორც ეს დასავლეთშია მიღებული.

იქნებ, ვინმემ ახსნას, რომელი სიმბოლიკის გამოყენებით უნდა აღინიშნოს საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვება? სახელმწიფოს სიმბოლიკით, ზიმბამვეს, სომალის, თუ მავრიკიის დროშებით? ვეტერანების მკერდზე დაკიდებული, დენთის სულით გაჟღენთილი საბჭოთა ჩინები და მედლები, მათი ომისდროინდელი სიმღერები კომუნისტური სიმბოლიკებია, თუ არა? არცერთი “ჭკვიანი” უფიქრდება იმას, რომ გერმანელები ჩვენსკენ მერსედესის და ბავარიული ლუდის ჩუქებისთვის არ მოდიოდნენ. ამ ხალხს, თავისი სიმბოლიკებით ხელში, დაუნდობელი მტერი კავკასიიდან ბერლინამდე რომ არ გაეყარა, ჩვენს მიწებზე გერმანელი კოლონისტები იცხოვრებდნენ და მხოლოდ მეცნიერ-ისტორიკოსებს ეცოდინებოდათ იმის შესახებ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდნენ ტომები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში დაიხოცნენ.

იქნებ, ბინძური პოლიტიკური თამაშები დასრულდეს და მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც მსოფლიო ნაცრისფერი ჭირისგან იხსნა, ვინც საკუთარი სისხლის და სიცოცხლის ფასად ცხოვრების და მომავლის უფლება მოგვცა.

ამ დროისათვის თბილისის ვაკის პარკში, რომელიც გამარჯვების პარკად – 1941-1945 წლების სამამულო ომის ვეტერანების თავშეყრის ტრადიციულ ადგილადაა ცნობილი, დილის 9 საათიდან შეიკრიბნენ ისინი, ვისთვისაც ფაშიზმზე გამარჯვება დღესასწაულია. საქართველოში 700-ზე ნაკლები ვეტერანია დარჩენილი.

ოპოზიციური “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი გამარჯვებული-გმირებისთვის ეს დღესასწაული ჩაეშალათ. საქართველოში მათ “ნაცებს” ეძახიან, მაგრამ დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას: ნაცისტები – ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე. კარგად გამოკვებილმა ახალგაზრდა კაცებმა წითელი სიმბოლოების, წმინდა გიორგი ლენტების, ომში დაღუპულთა ფოტოსურათების ჩამოგლეჯვა სცადეს. პოლიცია ნეიტრალიტეტს იცავს. ამგვარად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი რუხაიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ ეს ადამიანები ცოცხლები არიან, საქართველოს არაფერი ეშველება.

P.S. ცოცხლად ადრჩენილმა ნაცისტებმა ეს კარგად დაიმახსოვრონ. ფაშიზმზე გამარჯვებული ადამიანების წინაშე სიკვდილი უძლურია. გარდაცვალების შემდეგ ისინი უკვდავი ლაშქრის რიგებში ეწერებიან და დიდებული მარშით დააბიჯებენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ამერიკის და ევროპის მრავალ ქალაქში. წმინდა გიორგი ლენტი კი, როგორც ბოროტზე გამარჯვების სიმბოლო, უკვდავია! თბილისის ცენტრალურ მოედანზე წმინდა გიორგი დრაკონს შუბით კლავს და ყოველთვის ასე იქნება!

დავით კუპატაძე (თბილისი)