აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 24-25 სექტემბერს, ნიუ-იორკში შედგება.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდაპირველად თანათავმჯდომარეები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს ცალ-ცალკე გამართავენ. შემდეგ კი ერთობლივი შეხვედრა შედგება.

“ბოლო დროს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევები გახშირდა. ვიმედოვნებ, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე შედეგს მივაღწევთ. ამ სფეროში რუსეთმა თავისი დიპლომატია გაამყარა. სერგეი ლავროვი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, მე კი – მოსკოვში. მაგრამ შედეგების მისაღწევად საჭიროა ვიმუშაოთ და შევათანხმოთ ზოგიერთი საკითხი. რუსეთი კვლავაც მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს. წინასწარ ძალიან რთულია რაიმეს თქმა, მაგრამ ვეცდებით შედეგს მივაღწიოთ”, – განაცხადა მამედიაროვმა.