შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს საზღვაო საკითხებში მაიკლ გარვის და ამავე პროგრამის ხელმძღვანელ მონიკა დორადოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ხაზი გაესვა აშშ-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა სუფსის საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის, როგორც უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმის შესაძლებლობებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სწავლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც, ამერიკასა და საქართველოში ყოველწლიურად შსს-ს ათეულებით თანამშრომელი გადის მომზადებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here