საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, რუმინეთის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში დღეს ჩამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის მატჩი დღეს 22:45 საათზე გაიმართება. “დინამო არენაზე” “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.