საკონსტიტუციო რეფორმების განხილვის მიზნით, ვენეციის კომისიის წევრები 25 აგვისტოს, ერევანის სახელმწიფო უნივესიტეტის შენობაში, სომხეთის საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ Tert.am-ს განუცხადა მმართველი რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ხოსროვ არუთინიანმა.  

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეხვედრა ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასში მონაწილეობა,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.  
თავის მხრივ, რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ლიდერმა ვაგრამ ბაღდასარიანმა გამოცემას განუცხადა, რომ განხილვის პროცესში მისმა ფრაქციამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, შესაბამის კომისიას 200 წინადადება გაუგზავნა.

წყაროს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წევრები უკვე ჩავიდნენ ერევანში.

საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ დეტალურად აქ წაიკითხავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here