5 ნოემბერს მოსკოვის Duran Bar-ში შედგა კლიპის “ქალაქი, სადაც ოცნებები სრულდება” პრეზენტაცია. კომპოზიცია ჯგუფმა “ვინტაჟი” და DJ Smash-მა დუეტში შეასრულეს. საეჭვოა მაყურებლების უმრავლესობას,  ანა პლეტნევისა და ანდრეი შირმანის (DJ Smash-ის ნამდვილი სახელი) თაყვანისმცემლების გარდა, ყურადღება მიექცია იმ მოვლენისთვის, რომ ამგვარი მუსიკალური ფორმით უკვდავყოფილი სანატრელი ქალაქი არის სომხეთის დედაქალაქი – ერევანი. ასეთი გრანდიოზული სიურპრიზი მოუმზადეს მუსიკოსებმა არა მხოლოდ თავიანთ თაყვანისმცემლებს, არამედ მათ, ვინც დიდი რუდუნებით ეპყრობა საყვარელ ქალაქს. კლიპის ეთერში გაშვებამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული იმ ქალაქის სახელი, სადაც ოცნებები სრულდება.

სიურპრიზმა მართლაც გაამართლა. საკმაოდ თამამი და ენერგიული კომპოზიცია თანს ხდევს კაშკაშა და დინამიურ ვიდეორგოლს. როგორც ანა ამბობს,  გადაღებების ორი დღე ძალიან ჰგავდა, რაღაც ერთი კოდის ამოხსნასა და ახლის ძიებას. “ალბათ, ამდენი არასოდეს გვიმგზავრია ქალაქის  ერთი ადგილიდან მეორემდე. სამაგიეროდ, ახლა მე და DJ Smash-ი ამ ქალაქში ექსკურსიათმძღოლობასაც კი შევძებთ, რადგანაც უკვე ყველა საინტერესო და ლამაზი ადგილი ვიცით”, – ამბობს იგი.

დიდი სიამოვნება იყო კლიპის ყურება, კომპოზიციის მოსმენა, რამაც  საშუალება მოგვცა  გაგვეხსენებინა მხიარული ზაფხული და მზიანი ერევანი, ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მუსიკოსებს.

იქცევა, თუ არა ეს სიმღერა  ქალაქის არაოფიციალურ ჰიმნად, დრო  გვიჩვენებს. მაგრამ ის, რომ ანასა და ანდრეის თაყვანისმცემლების რიგებს ბევრი  სომეხი მსმენელი შეემატა – ეს ცხადზე-ცხადია.

ვიდეოკლიპის რეჟისორია ვადიმ ვატაგინი, ტექსტის ავტორი – არტურ პაპაზიანი. “ქალაქი, სადაც ოცნებები სრულდება” – ანა პლეტნევისა და DJ Smash-ის მესამე ერთობლივი ნამუშევარია. მანამდე მათ დუეტში ჩაწერეს სიმღერები: “მოსკოვი” და “სამი სურვილი”.