სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ, Dalma News-ის რედაქცია სომხეთის პოლიტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, ყოფილ დეპუტატს, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორ ამაიაკ ოვანისიანს, სომხეთში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ესაუბრა.

412d5f2aace153fa92676ca98711b025– ბატონო ამაიაკ, ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს გაგიკ ცარუკიანის ბლოკი, შემდეგია სომხეთის რესპუბლიკური პარტია. თქვენის აზრით, ვინ გაიმარჯვებს?

– გასათვალისწინებელია ის, რომ 2 აპრილისთვის დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, სომხეთის ეროვნულ კრებაში შესაძლო დანიშვნების შედეგების შეფასებისას საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებზე ორიენტირება არასწორი იქნება. დღევანდელი ხმის მიცემის ე.წ. რეიტინგული სისტემის მიხედვით, რომელიც მოქმედი პარტიის სისუსტის და იდეოლოგიური ამორფულობის პირობებში ამომრჩევლის მიერ პარტიის და მისი პროგრამის არჩევის მოტივაციას უარყოფითამდე დაიყვანს, საუბარი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უნდა შეეხებოდეს: ამომრჩეველი მიმართულია არა პარტიის და მისი პროგრამის, არამედ კონკრეტული პიროვნების ასარჩევად, რომელიც მას მატერიალურად დააინტერესებს. შედეგად, გვესმის ასეთი განცხადებები: “მე ხმას ამა და ამ “კარგ პარტიას” ვაძლევ, თუმცა ვწუხვარ იმის გამო, რომ ამ პარტიის მიერ წარდგენილი პიროვნების, რომელსაც სხვა ვითარებაში მხარს არ დავუჭერდი, სასარგებლოდ მიწევს ხმის მიცემა”. როგორც ჩანს, ამ საარჩევნო კანონის შემქმნელებმა იგი შეგნებულად ააწყვეს “ეროვნული” ოლიგარქიის ინტერესების გათვალისწინებით, რათა განსაკუთრებული შესაძლებლობები მიეცეს ამომრჩევლების მოსწყიდვის და არჩევნების შედეგების წინასწარ განსაზღვის გზით უზარმაზარი ჩრდილოვანი შემოსავლების გასათეთრებლად.

მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მათ მოქალაქეების უმრავლესობის სოციალური არახელსაყრელობის ტრაგიკულ მასშტაბებზე სრულად ითამაშეს და ამომრჩეველიც ახალგამომცხვარი, მდიდარი კანდიდატების წინასაარჩევნო მოწყალებას დაკმაყოფილდნენ. გარდა ამისა, ისეთ “წვრილმანს”, როგორიცაა პოლიტიკური სისტემის ნგრევა, როდესაც მრავალპარტიული სისტემის საფუძველს წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სოციალურ ჯგუფებზე დაყრდნობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით კონკრეტულ იდეოლოგიურ პროგრამებს გვთავაზობენ, ყურადღებას არავინ აქცევს.

რომელ ნორმალურ პოლიტიკურ განვითარებაზეა საუბარი, როდესაც ე.წ. ეროვნული ელიტა შეგნებულად მიმართავს ადამიანებს არა თავიანთი სოციალური ინტერესების გამოსარკვევად და ამა თუ იმ პარტიის მიერ ამ ინტერესების პოლიტიკურ პროგრამაში წარსადგენად, არამედ “რეიტინგული” ოლიგარქებისთვის ერთჯერადი, მცირედი მოწყალების სათხოვნელად? ეს რიტორიკული შეკითხვაა…

რატომ ვამბობ, რომ შეგნებულად არიან მართულნი? იმიტომ, რომ სულაც არ არის შემთხვევითი ის, რომ პოლიტიკური პარტიები კონკრეტული პარტიული ლოზუნგებით კი არ გამოდიან, არამედ ამა თუ იმ ოლიგარქით, ან ყოფილი მოხელით, რომლებმაც უდიდესი ქონება ბოლო წლებში სომხური საზოგადოების ძირითადი ჯგუფების კატასტროფული გაკოტრების პირობებში დააგროვეს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ამჟამინდელი საარჩევნო კამპანიის წამყვან ბირთვად იქცა არა იდეოლოგიური დისკუსია სომხური სახელმწიფოებრიობის განვითარების სტრატეგიის შესახებ, რაც სავსებით ლოგიკური იქნებოდა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლის პირობებში, არამედ პოლიტიკური დაპირებების პუნქტებად დაყოფა, ან იაფფასიანი მსჯელობები საარჩევნო კამპანიის დროს პურის დარიგების მართებულობა, თუ უმართებულობაზე, რომელშიც არა აქტიურად ცესკოს თავმჯდომარე ტიგრან მუკუჩიანიც ჩაერთო.

მეორე მხრივ, ხმების მოსყიდვის მიზნით მობილური ტელეფონების დარიგება და ამით “საკუთარი” ამომრჩევლების გაკონტროლება პერიოდულად არღვევს “რეიტინგულ” კონკურენტებთან ხმაურიან გარჩევებს: ვინ აღარ მიიღო ამაში მონაწილეობა – პოლიციის უფროსის მოადგილით დაწყებული, პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერით დამთავრებული.

რომელ ობიექტურ სოციოლოგიურ გამოკიხვებზეა საუბარი, როდესაც ამომრჩეველს ან “უმადურების სიაში” მოხვედრის ეშინია, ან რაღაც კაპიკების მიღების იმედი აქვს? უბრალო ადამიანებს ეშინიათ, რომ მათ ან კაპიკებს გადაუყრიან, ან “ღალატში” დაადანაშაულებენ და იმაზე მეტს წაართმევენ, რაც მისცეს. ასეთ პირობებში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე საუბარი სუფთა სატყუარაა. შესაბამისად, სოციოლოგიური გამოკითხვების დროს უპირატესობას იმას ანიჭებენ, ვისგანაც ან რაღაცას მოელიან, ან უკვე მიიღეს წინასაარჩევნო ქრთამი. აი, ასეთი „დემოკრატია“ გვაქვს…

– სკეპტიკური პროგნოზების მიუხედავად გაგიკ ცარუკიანის პოლიტიკაში დაბრუნება, როგორც ჩანს, მის რეიტინგზე არ აისახა. შეუძლია რესპუბლიკელ პრემიერ-მინისტრს შეერკინოს და სომხეთის რესპუბლიკური პარტია მთელს იმედებს კარენ კარაპეტიანზე რატომ ამყარებს?

– ჩვენმა “ელიტამ” მთლიანად დაამახინჯა “პოლიტიკური მოღვაწეობის”, ან “პოლიტიკური რეიტინგის” გაგება. გაგიკ ცარუკიანი თავად აღიარებს, რომ იგი პოლიტიკოსი არ არის და ამ შემთხვევაში იგი გულწრფელია.

რაც შეეხება ცარუკიანის პოპულარობას, 2015 წლის თებერვალში პრეზიდენტის მიერ მისმა განდევნამ, მხოლოდ მისი რეიტინგი აამაღლა. სერჟ სარგსიანის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებამ იმის მტკიცებულებად მიიღო, რომ იგი ხელისუფლებისთვის ბრძოლაში თავის ძირითად კონკურენტად და მოწინააღმდეგედ სწორედ ცარუკიანს მიიჩნევს. ცხადია, ეს ამ უკანასკნელის, არა როგორც პოლიტიკოსის, არამედ, როგორც სარგსიანის პოტენციური “ჩამომგდებლის” პოპულარობას გაზრდიდა.

536806FB-A6CF-408C-B0FA-737FEFA93AB4_w1023_r1_sხელისუფლების მაღალ ეშელონებში ყარაბაღიდან მოსული პიროვნებების დანიშვნა ბევრს არ მოსწონს. ასეთ ვითარებაში ცარუკიანი დასახმარებლად მოსულ “ჩვენებურ ბიჭად” ითვლება. თავად ცარუკიანმა განაცხადა, რომ “ხელახლა გადაშლის” სწორედ იმ ფურცელს, რომლის გვერდზეც საჯარო აქტივობის წინა ეტაპი დაასრულა. როგორც ვიცით, ეს სწორედ ის გვერდია, რომელზეც მისი ხმამაღალი განცხადება დარჩა – მან სერჟ სარგსიანს “ბოროტების სავანე” უწოდა. მელნით დაწერილს ფულითაც ვერ ამოშლი, ამიტომ სერჟ სარგსიანი ამას აუცილებლად გაითვალისწინებს.

რაც შეეხება კარენ კარაპეტიანს, იგი საკმაოდ ორაზროვან და აბსურდულ ვითარებაში აღმოჩნდა. ფორმალურად იგი არჩევნებში არ მონაწილეობს – მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიაში არ არის. ამის მიუხედავად, მას სომხეთის “რესპუბლიკური პარტიის” მთავარი “საარჩევნო ბრენდის” მისია დააკისრეს. ამ როლში იგი თავისი პოლიტიკური რესურსის ძალიან სწრაფად და ბოლომდე დაწვით რისკავს, სამაგიეროდ, ფაქტობრივად არაფერი რჩება ბუნდოვანი, სერჟ სარგსიანის მიერ, ახლო მომავალში პრემიერის თანამდებობაზე დატოვების შესახებ დაპირების გარდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ცნობილმა წრეებმა კარაპეტიანზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს, იგი მოსკოვის ინტერესების მსახურად გამოაცხადეს. ეს კი სრული სიყალბეა.

regnum_picture_1490370549156989_normalეს შეკვეთილი შეტევები შემთხვევითი არ არის და ისინი ზემოდან იმართება, რომლის საბოლოო სამიზნე 2018 წელია, როდესაც სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა დათმოს. მაგრამ ვერც მენეჯერულმა “დრაივმა” და ვერც სხვა, აშკარა უპირატესობებმა ვერ უშველეს კარაპეტიანს ერევნის მერობით შეეწყვიტა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა და მალევე დაიხია უკან. ასე, რომ იგი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც ისტორიას განმეორება სჩვევია.

– სხვა პოლიტიკური ძალების, მაგალითად „კონგრეს-სრპ“-ის შანსებს, როგორ აფასებთ, განსაკუთრებით ლევონ ტერ-პეტროსიანის ყარაბაღის კონფლიქტის ცნობილი თეზისების შესახებ ინტერვიუს შემდეგ? ისინი სადავოდ მიგაჩნიათ?

– რბილად რომ ვთქვა, სადავოდ მიმაჩნია ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ შეთავაზებული წინასაარჩევნო დღის წესრიგი. იგი მუდმივად აცხადებს, რომ წინასაარჩევნო მსჯელობის მთავარი თემა ყარაბაღის პრობლემა და მისი რეგულირების გზების განხილვა უნდა იყოს. ამასთანავე, აშკარაა, რომ ერევანში ხელისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსში ყარაბაღის პრობლემების განხილვამ რეგულირების პროცესი ჩიხში შეიყვანა და სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებად იქცა.

დროთა განმავლობაში (შესაძლოა ამაში გორბაჩივის ბრალიც არის) ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის სწრაფად მოსაგვარებლად საჭიროა ერევანის მთავრობაში ავადსახსენებელი “ყარაბაღის კომიტეტის” მოსვლა. მოგვიანებით კი -1998 წელს თავად ყარაბაღელების, რომლებიც სომხეთის ხელმძღვანელობაში ყოფნით, თითქოსდა მის ბედზე პასუხისმგებლობას გრძნობენ და ეკონომიკური კეთილდღეობის სახელით, აზერბაიჯანელების დათმობებს დასთანხმდნენ.

პრაქტიკაში ამ “თეორიის” მთავარი გამტარებელი სწორედ ლევონ ტერ-პეტროსიანია, რომელმაც ჯერ სერჟ სარგსიანი, შემდეგ რობერტ კოჩარიანი მიიწვია ერევანში მთავარ პოსტებზე. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, გამეფებული იყო წარმოდგენა, რომ ყარაბაღელებს აზერბაიჯანელებთან საერთო ენის გამონახვა გაუადვილდებოდათ.

1f4c1e6b6a6472aa191b0a2389e7dac7გასული წლების განმავლობაში წარმოდგენამ იმის შესახებ, რომ სომხეთის მართვა და მისი სახელით მოქმედება ყარაბაღელებს აზერბაიჯანელებთან საერთო ენის გამონახვას გაუადვილებდა, იმდენად გაიდგა ფესვები უცხოელებს შორისაც კი, რომ სერჟ სარგსიანის ცოტა ხნის წინანდელი ინტერვიუს დროს, დიმიტრი კისელევმა სავსებით გულწრფელად ურჩია ილჰამ ალიევს, დაურეკოს და აზერბაიჯანულ ენაზე შეუთანხმდეს შეხვედრაზე. როგორც ყარაბაღში გაზრდილს, აზერბაიჯანული ენა ეცოდინება და უკეთ გაუგებს აზერბაიჯანელ კოლეგას.

Awarding ceremony of sportsmen and coaches of Armenian national teams at “Ojakh” restaurant complex

სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ადვილია. სომხეთის მოსახლეობის გართულებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, საგარეო ვალის ზრდის, სიღარიბის, მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის ფონზე, სომხეთის უმაღლეს ეშელონებში “ყარაბაღული გუნდის” ასეთი დიდი წარმომადგენლობით ყოფნის ერთადერთ გამართლებად უნდა ქცეულიყო, ამ ჯგუფის მიერ, ყარაბაღში პოზიციების დაცვა, რაც ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად დაჯდა. ამას მოითხოვდა სომხეთის ხელისუფლების თაობაზე საკითხის მოგვარების ფესვგადგმული პარადიგმა ყარაბაღში სომხური პოზიციების მოპოვებასთან და შენარჩუნებასთან ერთად. როგორც ამბობენ, რაც დასთესეს ის მოიმკეს.

და აი, ამ ფონზე სწორედ ლევონ ტერ-პეტროსიანმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ, თუმცა განსხვავებულ პირობებში, იგივე გზა განვლოს – ყარაბაღის რეგულირების პრობლემა სომხეთში ხელისუფლების შესახებ საკითხის მოგვარების კაუჭად აქციოს. სავსებით აშკარაა, რომ ტერ-პეტროსიანის წინადადების განხორციელების შემთხვევაში “ყარაბაღულ ჯგუფს” სომხეთის უმაღლეს ეშელონებში ადგილების შენარჩუნების შანსი აღარ აქვს. შესაძლოა ტერ-პეტროსიანი სწორედ ამ ფასად აპირებს ერევნიდან ის პიროვნებები გააძევოს, რომლებიც თავად მიიწვია დედაქალაქში და რომლებმაც “მადლიერების” ნიშნად მისი ხელისუფლება დაამხეს. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, “ყარაბაღის ჯგუფისადმი უკმაყოფილების მიუხედავად, ხელისუფლებიდან ამ გზით მათ გაძევებას არ დასთანხმდება.

ესაუბრა ლია ხოჯოიანი