ივნისში, ბაქოს პირველ ევროთამაშებზე დრამატული შემთხვევა მოხდა. სინქრონული ცურვის სამ ავტრიელ სპორცმენს ავტობუსი დაეჯახა. ერთ-ერთმა, ვანესა სახინოვიჩმა სერიოზული ტრამვა მიიღო და სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა.

გოგონას ჯანმრთელობასა და სპორტულ მომავალს სერიოზული საფრთხე შეექმნა. დღეს კი, მის შესახებ პირველი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც Oxu.Az-ი სააგენტო, “АзерТАдж”-ზე დაყრდნობით იტყობინება, ავსტრიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანესა საავადმყოფოდან მიმდინარე თვის ბოლომდე გაეწერება და რეაბილიტაციის კურსს ავსტრიის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლის. – ამის შესახებ ავსტრიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა პიტერ მენნელმა განაცხადა.