ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული სექტორის განვითარებაში აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა. მაჩვენებლები შთამბეჭდავია, ხოლო სამომავლო გეგმები – გლობალური. 2017 წელს აზერბაიჯანში ჩასული ტურისტების რაოდენობამ 2,7 მილიონ ადამიანს მაიღწია.

სასტუმროების ბიზნესში არსებული ვითარება

“აზერბაიჯანი დღეს ტურისტულად განვითარებული ქვეყანაა. ზუსტად შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალში ქვეყანა წელიწადში სამ მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას შეძლებს. თუმცა საჭიროა ამ მიმართულებით გაძლიერებული მუშაობა, რადგანაც ყოველ ცალკეულ ტურისტულ სფეროს თავისი ხარვეზები აქვს”, – განაცხადა Dalma News-სთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე მუზაფერ აგაკერიმოვმა.

მისივე თქმით, საჭიროა კვალიფიციური ექსკურსიათმძღოლების და გიდების დამატება, რომლებიც არა მხოლოდ მსოფლიოში გავრცელებულ, არამედ არაპოპულარულ ენებზეც ისაუბრებენ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც აზერბაიჯანში ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან. გარდა ამისა, საჭიროა სასტუმროების, ოტელების და ჰოსტელების დამატება, როგორც ბაქოში, აზერბაიჯანის სხვა რეგიონებშიც. თანაც საუბარია არა მხოლოდ 4 და 5 ვარსკვლავიან დაწესებულებებზე, არამედ 1,2, და 3 ვარსკვლავიანებზეც.

მუზაფერ აგაკერიმოვი

“აზერბაიჯანში ძალზედ მნიშვნელოვანია ბიუჯეტური სასტუმროების გაზრდა. საქმე იმაშია, რომ დღეისათვის სასტუმროები საკმარისი არ არის. არსებობს პერიოდები, როდესაც აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და ისინი იძულებულები არიან ოთახები, კერძო სახლებში, დღიურად დაიქირაონ. გარდა ამისა, ზოგიერთს 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფული არ აქვს. თანაც, ვიცი, რომ ზოგიერთი სასტუმროს დირექტორი ტურისტებს უფრო მეტს ახდევინებს, ვიდრე რეალურად ღირს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს ჩართულობა და უნდა გამოირიცხოს ბიზნესმენების გაუმაძღრობა”, – დასძინა მან.

რა უნდა შევთავაზოთ ტურისტს?

დადებით მხარეებზე საუბრისას, აგაკერიანს მიაჩნია, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ნაკადი. რესპუბლიკაში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულება ვითარდება. მათ შორის, საპლიაჟე, სამკურნალო, ზამთრის, აგროტურიზმი და სხვა.

“ბოლო წლებში აზერბაიჯანი დიდ ყურადღებას უთმობს ზამთრის ტურიზმს. დღეს, ზამთრის ტურიზმის მოყვარული ტურისტები საზამთრო-საზაფხულო ტურისტულ კომპლექსს “შახდაგს” და საზაფხულო-საზამთრო კომპლექს “ტუფანდაგს” ირჩევენ”, – განაცხადა აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.

ტურიზმის და დასვენების საზაფხულო-საზამთრო კომპლექსი “ტუფანდაგი” ქალაქ გაბალადან 4 კილომეტრში მდებარეობს. “შახდაგის” კომპლექსი კი, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტს წარმოადგენს, აზერბაიჯანის გუსარის რაიონში, შახდაგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, გუსარის რაიონული ცენტრიდან 32 კილომეტრში.

ექსპერტის თქმით, აზერბაიჯანში სამკურნალო ტურები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს ნაფტალანის, გალაალტის, ნახიჩევანის სანატორიუმებს. აღსანიშნავია, რომ ნაფტალანის ნავთობით მკურნალობენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სახსრებს; ნერვულ აშლილობას; პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებს; გინეკოლოგიურ და კანის დაავადებებს. სოფელ გალაალთის ზევით, ბუნებრივ ტყეებში 1969 წელს სამკურნალო წყლების კიდევ ერთი წყარო აღმოაჩინეს. გალაალთის წყლის დალევა მხოლოდ პირდაპირ წყაროდან შეიძლება, რადგანაც წყალი ტრანსპორტირებას ვერ უძლებს.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი სოფლის ტურიზმსაც ავითარებს. ტურისტული ინდუსტრიის ეს სექტორი ორიენტირებულია ბუნებრივი, კულტურულ-ისტორიული და სხვა რესურსების გამოყენებაზე, რათა კომპლექსური ტურისტული პროდუქტი შეიქმნას. აზერბაიჯანში ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, განსაკუთრებით რეგიონებში. მაგალითად, შეკი, ისმაილი, გაბალი და ა.შ. ტურიზმის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარულია ევროპელებში.

“უახლოეს წლებში ქვეყანა ფოკუსირებული იქნება პლაჟის ტურიზმის განვითარებაზე. 2017-2020 წლების პლაჟის ტურიზმის განვითარების ღონისძიებათა გეგმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაამტკიცა. იგი სანაპირო ინდუსტრიის რადიკალურ რეფორმას მოიცავს. ასე რომ, გეგმის თანახმად, პლაჟები შესაბამის ოპერატორებს გადაეცემათ და 2021 წლამდე ჩამოყალიბდება პლაჟის ოპერატორთა ასოციაცია”, – განაცხადა მან.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარებას უჭერს მხარს

ტურიზმის განვითარება – აზერბაიჯანის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ცოტა ხნის წინათ, ქვეყანას მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ეწვია. მისი თქმით, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია მზად არის ტურიზმის განვითარების საკითხში აზერბაიჯანს ტექნიკურად დაუჭიროს მხარი. პოლოლიკაშვილმა ასევე დასძინა, რომ ბოლო წლებში, ტურიზმში ინვესტიციების ჩასადებად აზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა.

სტატისკიტა თავად მეტყველებს

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანს 627 835 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 12,6%-ით აღემატება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა აბულფას გარაევმა, აზერბაიჯანის XVII საერთაშორისო გამოფენაზე “ტურიზმი და მოგზაურობა” AITF 2018, განაცხადა.

“ამ ტემპით თუ გავაგრძელებთ მუშაობას, 2010 წლისთვის აზერბაიჯანმა შესაძლოა სამ მილიონ ტურისტს უმასპინძლოს, ხოლო 2020 წლისთვის – სამ მილიონ ნახევარს”, – დასძინა მინისტრმა.

აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს, რომ ყველაზე ბევრი ტურისტი -171 814 ადამიანი – რუსეთიდან ჩამოვიდა, 138 909 ადამიანი – საქართველოდან, 99 158 – ირანიდან, 72 733 – თურქეთიდან, 29 317 – არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, 11 112 – ერაყიდან, 11 847 – უკრაინიდან. იანვარში აზერბაიჯანს 185 913 ტურისტი ესტუმრა, თებერვალში – 166 161, ხოლო მარტში -175 761.

2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ტურისტების ძირითადი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოზე მოდის( 342 457 ადამიანი, ანუ 54,5%), ახლოაღმოსავლურ და დასავლეთის ქვეყნებზე ( 166 976, ანუ 26,5% და 93 122, ანუ 14,8%). 2010-2016 წლებში აზერბაიჯანს სულ მილიონი ტურისტი ესტუმრა: 2010 – 1,962; 2011 – 2,239; 2012 – 2,484; 2013 – 2,508; 2014 – 2,297; 2015 – 2,006; 2016 – 2,248; 2017 – 2,691.

ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ტურისტული ნაკადი ძალიან მომგებიანია. ამრიგად, აზერბაიჯანში უცხოელებმა იანვარში 99,798,809 მანათი დახარჯეს, ხოლო თებერვალში – 91,128,890 მაბათი.

როგორც აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო იტყობინება, მხოლოდ ამ ორი თვის განმავლობაში უცხოელებმა საბანკო ბარათების გამოყენებით 190 927 699 მანათის ოპერაცია განახორციელეს.

გრანდიოზული სამომავლო გეგმები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, 2016 წლის ბოლოს, ხელი მოაწერა “საგზაო რუკას”, მათ შორის ტურიზმის განვითარების საკითხზეც. დაგეგმილია ბაქოს ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენება და ამ სფეროში ქვეყნის რეგიონებში ინვესტიციების მიზიდვა. ამგვარად, შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურიზმის გაფართოება და ეკონომიკაში ტურიზმის წილის გაზრდა.

აზერბაიჯანი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის გამშვები შესაძლებლობების მქონე რეგიონში ყველაზე დიდ აეროპორტს ფლობდეს და ამ ფარგლებში პრიორიტეტული იქნება ევროპის ქვეყნებში პირდაპირი რეისების 49-დან 100-მდე გაზრდა. ამას საფუძვლად დაედება ზამთრის და ზაფხული ტურისტულ სეზონებზე, უფრო მეტი ტურისტის მიზიდვის მიზნით, ჩარტერული რეისების დამატება.

“საგზაო რუკაზე” ასევე მითითებულია, რომ 2025 წლამდე აზერბაიჯანის ტურისტულ სფეროში უნდა გატარდეს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მსოფლიოში ამ ქვეყნის ცნობადობას თავისი სამთო-სათხილამურო კომპლექსით, გამაჯანსაღებელი ტურიზმით, უნიკალური ბუნებით, პარკებით, კულტურული მემკვიდრეობით რელიგიურ და სოფლის ტურიზმში.

გარდა ამისა, უნდა მომზადდეს წინადადებები საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლების ტურიზმში გამოყენების თაობაზე. სავარაუდოდ, ამგვარი ტაქტიკით შესაძლებელი იქნება 2020 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 70 მილიონი მანათით გაზრდა, მათ შორის 45 მილიონი მანათი უშუალოდ იმ ტურისტების ხარჯზე იქნება, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მისაღებ ფასებს, ხოლო 25 მილიონი მანათი – ირიბი გზით მიიღება.

ასევე იგეგმება, რომ მისაღები ფასების ნორმების რაოდენობა დარჩეს უცვლელი, ანუ ნომრების საერთო რაოდენობის 30%. გარდა ამისა, 2020 წლისთვის საერთო ჯამში 6 200 სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, მათ შორის 4 500 ადგილი – უშუალოდ ტურიზმის სფეროში.

ტატიანა ალეკპეროვა