აზერბაიჯანის ომბუდსმენმა ელმირა სულეიმანოვმა სახელმწიფო სტრუქტურებს, ქალაქებისა და რაიონების აღმასრულებელ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა ინიციატივით, 21 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე რესპუბლიკაში ტრადიციული “მსოფლიო დღე” გაიმართოს.

როგორც “APA” იტყობინება, შესაბამისმა სტრუქტურებმა და ორგანიზაციებმა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ომბუდსმენს ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ამ ერთი თვის განმავლობაში  გაიმართება.

სულეიმანოვის აზრით, ეს ინიციატივა თავის წვლილს შეიტანს მოქალაქეების სამართლებრივ-კულტურულ განათლებაში, ასევე ხელს შეუწყობს მათი უფლებების დაცვას და  მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების პრობლემების მოგვარებას.