მათთვის, ვისაც საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილები გადაჰყავს, ან საკუთარი ავტომობილით მოგზაურობა სურს, ახალი გზა გაიხსნა. როგორც «ANN.Az»-ი წერს, საბაჟო-გამშვებ პუქნტ “სადახლო-მტკვარის” გავლით  დაიწყო მსუბუქი ავტომობილების გატარება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტსა და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით  მსუბუქი ავტომობილების გარდა, მოტოციკლებით, მოპედებით, მოტოროლერებითა და სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებაც არის შესაძლებელი.

საბაჟო-გამშვები პუქნტი ბაქოს დროით 08:00-დან 20:00-მდე მუშაობს.