ახალციხელი სპორტსმენების მონაწილეობა მეექვსე სომხურ ოლიმპიადაზე წარმატებით დასრულდა. სპორტსმენებმა მძლეოსნობის სხავდასხვა კატეგორიაში 12 მედალი მოიპოვეს. აქედან 5 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

“მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ოლიმპიადაში, ვასახელეთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს სპონსორს, ასევე ქალაქის მერს გაწეული მხარდაჭერისათვის”, – აცხადებს ენდრიკ ზილგბერშტეინი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონატში მონაწილეობას 112 ქვეყანა იღებდა. მძლეოსნების ტრანსპორტირების ხარჯები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.