აჭარის რეგიონის ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე ხიხანის ციხეზე 43 უძველესი ქვევრი აღმოაჩინეს.

არქეოლოგიური გათხრები ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უნიკალური აღმოჩენა XI-XIII საუკუნით თარიღდება. როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცადებენ, მოხდება ქვევრების კონსერვაცია.

გათხრების შედეგად, ერთ–ერთ ნაგებობაში მცირე კალიბრიანი ზარბაზნის ჭურვებიც იპოვეს. მსგავს ჭურვებს 200 წლის წინ იყენებდნენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად ციხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას და ტურისტებისთვის მიმზიდველი სანახაობების შექმნას გეგმავს.