ИА EADaily სომხეთში კორპორაცია Monsanto-ს, სოფლის მეურნეობისთვის გენმოდიფიცირებული თესლის და ქიმიკატების წარმოების მსოფლიო ლიდერის გააქტიურების და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე სომხეთის მეშვეობით მოხვედრის შესახებ წერს.

ამერიკაში მოღვაწე სომხური წარმოშობის პოპულარულმა როკ-მუსიკოსმა, ჯგუფ System of a Down-ის სოლისტმა სერჟ ტანკიანმა სომხეთს მოუწოდა მოერიდოს ამერიკულ კომპანია Monsanto-ს, რომელიც ტრანსგენურ თესლებს და საწამლავებს ამზადებს.

“თავისი პოლიტიკის გამო Monsanto-ს აშშ-სა და ევროპაში “ბოროტების კორპორაციის” რეპეტიცია აქვს. აშშ-სგან განსხვავებით სომხეთში ეკოლოგიურად სუფთა, ხრაშუნა ვაშლის დაგემოვნების საშუალება მაქვს. დაე, მომავალშიც ასე იყოს. Monsanto-ს “წყალობით” აშშ-ში ასეთ ვაშლს ვერ ნახავ”, – დაწერა ტანკანიანმა facebook-ის თავის გვერდზე სომხეთში აშშ-ს საელჩოს აქტიური მონაწილეობით ერევანში კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

წინა დღისით, ერევანში კომპანიების Monsanto და “Valmont”-ის საქმიანობის პრეზენტაცია შედგა. ორივე კომპანია კარგად არის ცნობილი მსოფლიო ბაზარზე. “Valmont Irrigation” მექანიზირებული სარწყავი მოწყობილობების გაყიდვით და მომსახურებით არის დაკავებული. როგორც ასეთი, მის წინააღმდეგ პრეტენზია არ არსებობს.

იგივეს ვერ ვიტყვით კომპანია Monsanto-ზე, თუმცა დროებითი რწმუნებული სომხეთში აშშ-ს საელჩოს საკითხებში რაფიკ მანსურომ სომხურ ბაზარზე მისი გამოსვლის შესახებ განაცხადა.

ორიოდე წლის წინათ, სომხეთში გნმ პროდუქტების წარმოება აიკრძალა, თუმცა გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ მას სპეციალური მარკირება ექნება. როგორც ჩანს, ბაზარი დაცული არ არის მსგავსი პროდუქციისგან. უკვე დიდი ხანია ექსპერტები განგაშს ტეხენ იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთის ბაზარზე ამერიკული გიგანტის გამოჩენა აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს სოფლის მეურნეობაში. ეს არა მხოლოდ გენმოდიფიცირებული პროდუქტების ზრდას და მათ მოხმარებას ეხება, არამედ ეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დეგრადაცია მაშინ, როდესაც სომხეთი ჯერ კიდევ განთქმულია ორგანული პროდუქციით.

თუმცა, დსთ-ში Monsanto-ს გაყიდვების მენეჯერმა ალექსანდრ ზვიაგინცევმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანია სომეხ პარტნიორებს გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე მუშაობას არ შესთავაზებს, რადგანაც ისინი “ამას იმ ქვეყნებში არ აკეთებენ, სადაც აკრძალულია”. სამაგიეროდ, უკვე 20 წელია, რაც კომპანია სომხეთში თესლს ყიდის და ფერმერებს ჯიშების შესახებ კონსულტაციებს უტარებს.

კომპანიას პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მაგალითად, უკრაინაში მაიდანის შემდეგ საკმაოდ სტაბილურად დამკვიდრდა. “მონსანტოში” აცხადებენ, რომ ისინი ტრადიციული სელექციის თესლს ყიდიან და არა – ტრანსგენს, ამასთანავე არ მალავენ, რომ ტექნოლოგია გლიფოსატის გამოყენებას გულისხმობს. ეს არის ძლიერმოქმედი შხამი, რომელიც მავნებლებთან და სარეველასთან ერთად, სხვა რამესაც ანადგურებს. ამასთანავე, მთელი მსოფლიოს მეცნიერები სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გლიფოსატი ადამიანში კიბოს იწვევს. აღსანიშნავია, რომ ევროპა ზემოთ აღნიშნულ კომპანიას თავის საზღვრებში არ უშვებს, რადგანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული პროდუქცია მკაცრად არის აკრძალული.

2016 წლის ივლისიდან რუსეთში სამეცნიერო სამუშაოების ჩატარების გარდა, სხვა მიზნით გენური ინჟინერიით მოდიფიცირებული მცენარეების და ცხოველების მოშენება-გამრავლება აკრძალულია. ამის მიუხედავად, 2017 წლის დასაწყისში რუსეთის კონტინენტზე სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადღაც მის სიღრმეში კომპანია პირველ ქარხანას ხსნის. მართალია, ეს ინფორმაცია შემდეგ უარყვეს, თუმც აღმოჩნდა, რომ “მონსანტოს” თესლები რუსეთში ადვილად ხელმისაწვდომია. მაგალითად, სამხრეთ რუსეთში კონცერნ Monsanto-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია “Агросемцентр”. ამერიკულმა თესლმა ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებამდეც მიაღწიეს.

ჯერ კიდევ 2010 წელს Forbes-ი წერდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლის წარმოებამ კომპანიის ბიუჯეტი 44 მილიარდი აშშ. დოლარით გაზარდა. მას შემდეგ კომპანიის პოზიციები ოდნავაც არ შერყეულა. უფრო მეტიც, მოთხოვნა გაიზარდა. მით უფრო, რომ ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი ხორცზე დიდი მოთხოვნაა და ამის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ძალიან ბევრი საკვები. ამან კომპანია პრაქტიკულად გიგანტად აქცია, რადგანაც მისი პრინციპი ჰერბიციდებისადმი გამძლე თესლის პროდუქტიულობის ამაღლებაა.

სექტემბრის ბოლოს, გაზეთ The Guardian -ში დაიბეჭდა სტატია იმის შესახებ, რომ “მონსანტო” საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის ევროპულ პარლამენტში ოფიციალურად დაახლოებით 300000-დან 400000-მდე ევროს ხარჯავს. გამოქვეყნდა ასევე შიდა მიმოწერები, სადაც კომპანიის თანამშრომლები გლიფოსატის პესტიციდის ნორმალური შესწავლისთვის და მის საშიშად გამოცხადებისთვის ხელის შეშლის საშუალებებს განიხილავენ და ამის შესახებ მიმოწერები აქვთ ზოგიერთ ამერიკელ მოხელეებთან და მეცნიერებთან. მოგვიანებით გაირკვა ასევე, რომ ევროპული ორგანიზაცია EFSA, რომელიც პროდუქტების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, “მონსანტოს” 2012 წლის საავტორო ანგარიში გლიფოსატის შესახებ, 2015 წლის საკუთარ ანგარიშად გამოიყენა. მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ამ ხმაურიანი სკანდალის საკითხზე მოსმენებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და ოფიციალური განცხადებაც გააკეთეს: “კომპანია მხოლოდ მეციერების თანახმად მოქმედებს და ეს ყველაფერი ჩვენი კონკურენტების და ანტისამეცნიერო წრეების ინტრიგებია”.

საინტერესოა, რამდენ ხანს გაუძლებს სომხეთი “მონსანტის თესლის” პროდუქტიულობის ცდუნებას. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ამ მიმართულებით კარგი შედეგებია დ კონკურენტობაც მაღალია. პასუხი ცხადზე-ცხადია, რადგანაც აშკარაა, რომ ამერიკული კომპანიის მიერ პატარა სომხეთით ასეთი დაინტერესების მიზეზი, სწორედ რუსეთის და ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის ბაზრებზე მოხვედრაა.

მოამზადა ლია ხოჯოიანმა