სომხები არც ისე ბევრნი არიან, მაგრამ ხარისხი სიმრავლეზე მნიშვნელოვანია.  მართლაც ჩამოვრჩებით რიცხობრივად ბევრ ხალხს, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ნიჭიერ შემოქმედს ვჩუქნით ცხოვრების პრაქტიკულად ყველა: მეცნიერების, კულტურის, ბიზნესისა და სხვა სფეროში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საზღვარგარეთ დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს არა მხოლოდ თავიანთი ისტორიული სამშობლო ახსოვთ, არამედ მის განვითარებაში საკუთარ ინტელექტს, ფინანსებსა და სულს დებენ.

ჩვენი დღევანდელი მასალა სწორედ იმ ადამიანებზეა, რომლებიც ანაზღაურებენ სამშობლოსადმი გარდაუვალ ნოსტალგიას არა ცარიელი სიტყვებით, არამედ საქმეებით – ამბიციური პროგრამების, მულტიპლიკატორული ეფექტის მქონე მასშტაბური ინიციატივების რეალიზებით.

შემოგთავაზებთ Dalmа News-ის ვერსიით ხუთ, შედარებით გავლენიან ბიზნესმენს, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკაში, ინტელექტუალურ პოტენციალსა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებაში სერიოზული წვლილი შეიტანეს.

ხუთეულს ხსნის აწ უკვე გარდაცვლილი ამერიკელი ბიზნესმენი, მილიარდელი და ფილანტროპი კირკ კერკორიანი. Forbes-ის ვერსიით, იგი წლების განმავლობაში მდიდარი ადამიანების ლიდერთა შორის იყო. კერკორიანს არასდროს დავიწყებია შორეული სამშობლო. მან თითქმის მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო სომხეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული რამოდენიმე პროექტის განვითარებაში. საკმარისია მოვიხსენიოთ ფონდი “ლინსი”, რომლის წყალობითაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონებში გზების, ხიდებისა და  სახლების მშენებლობა დაიწყო.

კირკი - ჩვენთვის ყველაფერია
კირკი – ჩვენთვის ყველაფერია

ჩვენი რეიტინგის მეორე ადგილზეა რუსი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი. იგი სხვადასხვა დროს სერიოზულ რუსულ კომპანიებს ხელმძღვანელობდა. ამჟამად კი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანია. მისი ქონება 950 მილიონ აშშ. დოლარადაა შეფასებული.

რუბენ ვარდანიანისთვის განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. როგორც მოსკოვის მენეჯმენტის სკოლის “სკოლკოვოს” დამფუძვნებელმა, პირველმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სომხეთში განათლების განვითრებაში. 2014 წელს ვარდანიანმა 150 მილიონი აშშ. დოლარის ინვესტიცია ჩადო პირველი საერთაშორისო კოლეჯის UWC Dilijan College-ის შექმნაში, რომელიც განეკუთვნება UWC-ის სისტემას პოსტსაბჭოურ სივრცეში.

რუბენი ჩვენი ფრთებია
რუბენი ჩვენი ფრთებია

რუბენ ვარდანიანი ასევე არის ფონდ IDEA-ს თანადამფუძვნებელი, რომელიც სომხეთში განვითარების გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას აფინანსებს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა “ტატევას ფრთების” საბაგირო გზა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე გრძელი საბაგირო. ფონდმა დაიწყო ერთობ ამბიციური პროექტის – შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ტატევის სრული რეკონსტრუქცია.

მესამე ადგილზეა ისევ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, კომპანია ABBYY-ს დამფუძვნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით იანი. დავითი რუსეთში ბიზნესის გარდა მედიის სფეროშიც პოპულარულია. იგი “ინფორმაცია СТС-ზე” ერთ-ერთი წამყვანია. ასევე მონაწილეობდა გადაცემაში “ბიზნეს-საიდუმლოებები” ოლეგ ტინკოვთან. მიუხედავად იმისა, რომ დავითი მხოლოდ დედის ხაზით არის სომეხი, სულაც არ უშლის ხელს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ცხოვრებაში.

დავიდი - ჩვენი საიდუმლო იარაღი
დავიდი – ჩვენი საიდუმლო იარაღი

მან სომხეთში საგანმანათლებლო ფონდი “აიბ”-ი დააფუძნა. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის “ტუმო”-ს შექმნაში. ეს არის ინოვაციური, ღია მედია-სტუდია ერევნის ცენტრში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით. ცენტრი დაკომპლექტებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლებითა და პედაგოგებით.

არგენტინელი ბიზნესმენი და მეცენატი ედუარდო ერნეკიანი ჩვენი რეიტინგის მეოთხე ადგილზეა. იგი არგენტინის მდიდარ მოქალაქეებს შორის მეორეა, რომელიც არგენტინულ მედიაბაზარს: «America TV», «Cablevision S.A», მთავარ რადიოსადგურებსა და უდიდეს პერიოდულ გამოცემა «El Cronista»-ს აკონტროლებს.  1998 წლიდან ერნეკიანს ასევე ეკუთვნის კომპანია «Aeropuertos Argentina 2000».

ედიჩკა - ჩვენთვის თითქმის ყველაფერი
ედიჩკა – ჩვენთვის თითქმის ყველაფერი

ასევე ფლობს კომპანიას “კორპორაციონ ამერიკა”, რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო აეროპორტ “ზვარტნოც”-ს ერევანში. კომპანიამ სომხეთის ტერიტორიაზე მთელ რიგ სხვა პროექტებში ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერნეკიანმა სხვადასხვა სფეროში მრავალმილიონიანი წვლილი შეიტანა .

2011 წელს, სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორეს არგენტინაში ვიზიტისას, ბუენოს-აირესის “ავენდა”-ს დარბაზში ედუარდ ერნეკიანი წმინდა ეჩმიაძინის რაინდის წოდებით დააჯილდოვეს. 2013 წელს ერნეკიანი სომხეთის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ უცხოელ ინვესტორად დასახელდა. მისი ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართულია საჰაერო ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და უძრავი ქონების პროექტების განვითარებისკენ.

Dalma News-ის ხუთეულს ასრულებს სომხური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მეცენატი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი ჯერალდ გაფესიანი. დიდი ხნის განმავლობაში იგი საგამომცემლო სფეროში მუშაობდა და სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, შემდეგ სრულად გადაერთო ქველმოქმედებაზე. 1996 წელს გაფესიანმა  “ფონდი გაფესიანის ოჯახი” დააფუძვნა, რომლის საქმიანობაც ძირითადად სომეხი ერის ცხოვრების დონისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გოფესიანმა საკუთარ ფონდში 50 მილიონზე მეტი აშშ. დოლარის ინვესტიცია ჩადო, სომხეთის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნების მიზნით. ჯერალდი 2013 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი წამოწყებული საქმე კვლავაც ყვავის.

ჯერარდი - უბრალოდ ჩვენებური
ჯერარდი – უბრალოდ ჩვენებური

ამ სტატიაში სომხური დიასპორის ხუთ ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელზე – ბიზნესმენებსა და ქველმოქმედებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და იმედია, მომავალშიც მოგვეცემა საშუალება გაგაცნოთ “ჩვენი დროის სხვა გმირებიც”. მნიშვნელოვანია, როდესაც ხვდები, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის საჭიროებებისადმი გულგრილნი ვერ რჩებიან. სამშობლო მათ არასოდეს დაივიწყებს!

მოამზადა ასმიკ პეტროსიანმა